ევროპის სპორტის კვირეული უცვლელი დევიზით #BeActive დაიწყო!
26-27 სექტემბერს გიწვევთ მთაწმინდის პარკში, სადაც ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია წარმოგიდგენთ ქართულ ტრადიციულ თამაშობებს, ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ გამოსვლასა და ფოლკლორულ ნომრებს.
- მშვილდის სროლა
- შუბის სროლა
- შურდულის სროლა
- სერსო
- ბაგირის გადაძალვა
- ოჩო-ფეხებით სიარული
- მუთაქა-უთაქა
- საჯილდაო ასპარეზობა
- საბავშვო ცხენოსნობა-ისინდი
- გარისობის შემეცნებით-გასართობი კუთხე
- ქუდიტაციობა
- ლახტი
- კოჭაობა
- ციხის აღება
თამაშებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს განურჩევლად ასაკისა და სქესისა.
26 სექტემბერი 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park UNDERWHEEL-ის ტერიტორიაზე (ბორბალთან).
27 სექტემბერი 16:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park ცენტრალურ მოედანზე.
მონაწილეობენ:
შეგახსენებთ, რომ ევროპის სპორტის კვირეული • European Week of Sport არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას, სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. კვირეული ტარდება ყოველ წელს, სექტემბრის თვის განმავლობაში, მთელი ევროპის მასშტაბით.
ღონისძიების ეროვნული კოორდინატორია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ღონისძიების მხარდამჭერია: მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park
გამოსცადე საკუთარი შესაძლებლობები სპორტის ტრადიციულ სახეობებში!!!
ეზიარე ქართული ტრადიციული სპორტის ხელოვნებას!!!
#BeActive2020