ჩვენ შესახებ

 ხრიდოლის აკადემია წარმოადგენს არაკომერციულ იორიდიულ პირს რომლის ძირითადი მიზნებია: ქართული საბრძოლო სისტემების (სახეობების) აღდგენა და პოპულარიზაცია, ძველი ქართული თამაშობების მოძიება, აღდგენა და პოპულარიზაცია, ფიზიკურად და ზნეობრივად ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ენთუზიასტთა მცირე გუნდი კახა ზარნაძის მეთაურობით შეუდგა მივიწყებული და გაქრობის პირას მისული ქართული საბრძოლო სახეობების შესწავლა-აღდგენის პროცესს, ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული აღნიშნული წამოწყება მრავალ სირთულეს შეეჩეხა, განსაკუთრებით დიდი დარტყმა იყო ამ საქმის სულისჩამდგმელის და ბურჯის კახა ზარნაძის გარდაცვალება, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა პრცესი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეჩერებულა გამოიზარდა რამოდენიმე თაობა, რომლებიც დღესაც ენთუზიაზმით აგრძელებენ დაწყებულ საქმეს.