იარაღით ბრძოლა

ფოლადის იარაღით ბრძოლა. აქ პირველ რიგში იგულისხლმება ხმალ-ხანჯალი.

ხევსურული ფარიკაობა – ალბათ დღემდე შემორჩენილ იარაღით ბრძოლის სახეობებს შორის საუკეთეოდ შემორჩენილია. ამას ჩვენ ხევსურების კარჩაკეტილ ცხოვრებას და მათჳ ბუნებით ტრადიციების ერთგულებას უნდა ვუმადლოდეთ, ჯერ კიდევ 20 საუკუნის შუა ხანებში ეს სახეობა ხევსურეთში ფართოდ გავრცელებული იყო და დღესაც კი ცოცხლად არს შემონახული, თუმცა კი დღეს ამ სახეობის ისეთი ოსტატები არ არსებობენ როგორც ისტორიულად. ხევსურულ ფარიკაობის სესწავლაში და შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანა ვასილ ელაშვილმა რომელმაც 1956-ში გამოსცა საკმაოდ საინტერესო წიგნი.  თუმცა ამ სახეობის სრულყოფილად შესწავლისათვის ეს წიგნი საკმარისი არ არის ამიტომ 80-90 იან წლებში მოწყობილი ექსპედიციებისას მიღებული მასალით შეივსო.  ამ ეტაპზე ხევს. ფარიკაობა წარმოადგენს სრულყოფილ სახეობას თავისი ილეთების კლასიფიკაციითა და სიმრავლით.  აღსანიშნავია ისიც რომ მსოფლიოში გამორჩეული ტექნიკაა და ამ მხრივ წარმოადგენს უნიკალურ სახეობას. ეს სახეობა იდეალურადაა მორგებული ხევსურეთში არსებულ ბუნებრივ და ცხოვრებისეულ პირობებზე.

თუშური ხმალაობა – მისი განმასხვავებელი ისაა რომ ბრძოლა მიმდინარეობს ორი ხმლით ფარის ფარეშე, ხოლო ხმლები კი ერთმანეთისაგან დამოიკუდებლად ასიმეტიული სტარექტორიით მოძრაობს, მის შესახებ დღეს საკმაოდ მცირე ინფორმაცია არსებობს. აღსანიშნავია ისიც რომ მკვლევართა ნაწილი მიიჩევს რომ ასეთი წეის ბრძოლის განსაკთრებული სირთულის გამო ეს წარმოადგენდა არა საბრძოლო სახეობას არამედ საწვრთნელ ან გამახურებელ ვარჯიშს. არსებობს ინფორმაცია რომ ამ სახეობის შემონახვა ფერეიდანში.

მეგრული მორქია – ეს ცხენიდან ჩეხვის ტექნიკაა, შემორცენილია როგორც ილეთები ასევე საწვრთნელი ვარჯიშებიც. უცოდინრობისას ცხენი რომ არ დაზიანდეს სწავლა იწყება ძირს დგომში, შემდგომში ხის მორზე შემჯდარი ხოლო ბოლო ეტაპზე კი ცხენზე შემჯდარი ადამიანისა.

ბუნებრივია რომ საქართველოში ხმალაობის სხვა სკოლებიც იყო, თუმცა ამ ეტაპზე მათ შესახებ მეტ ნაკლებად სრული ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

ხანჯლის ხმარება.  ეს უძველესი იარაღი საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო და მრავალფეროვანი სისტემები იყო. არსებობდა არა მხოლოდ კუთხური სახეობები ხანჯლაობის არამედ ცალკეულ გვარებსაც კი ხანჯლაობის თავიანთი ილეთები გააჩნდათ. თუმცა დღეისათვის ეს ცოდნა ძიღითადად დაკარგულია. ამის მიუხედავათ მკვლევარებმა საქართველოში ხანჯლაობის ათამდე სახეობას მიაგნეს.

სვანური ხანჯლაობა– შედარები უკეთ შემონახული სახეობაა. მისთვის დამახასიათებელია ის რომ ბრძოლა იწყება ზურგს უკან დამალული სატევრებით და მოწინააღმდეგემ არ იცის რომელი ხელიდან (მხრიდან) წამოვა შეტევა, პირავლით იქნება თუ პირდავლით. ასევე ხშირად გამოიყენებოდა როგორც დაცვის იარაღი სვანური ქუდი. და ჭიდაობის ილეთებიც.

ხითკირია – ესაა თვალახვეული ხანჯლაობა, უმეტესად სამეგრელოშია მოპოვებული, თუმცა მსგავსი სახეობა ხევსურეთშიც იყო გავრცელებული მებრძოლის მოსამზადებლად როგორც ფიზიკური  ასევე მორალური წვრთნისათვის. სამგრელოშივე შემორცენილია ასეთი წესით მებრძოლის მოსამზადებელი ვარჯიშები.

არის ხანჯლაობის სხვადასხვა სკოლებიც მაგალითად გურია აჭარაში ორი სატევრით ბრძოლის ტექნიკა, ცალი ხანჯლით ბრძოლსი ილეთები ასევე შემორჩა ფშავში და მთიულეტშიც.   ხანჯლაობისას სახვადასხვა კუთხეში გამოიყენებოდა ასევე ქუდთან ერთად.  საერთო ჯამში კახა ზარნაძემ მიაკვლია ხანჯლაობის 140 მდე ილეთს.

 

სათითეები

http://khridoli.ge/wp-content/uploads/2017/02/elaSvili-satiteebi-1.pdf