ხალხური მედიცინა

მედიცინა საქართველოში უძველესი პერიოდიდან მაღალგანვითარებული იყო, თავად სიტყვა “მედიცინაც” კი ქართული “მედეადან” მოდის.

საუკუნეების განამვლობაში ამას ასევე ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ საქართველო მუდმივად იმყოფებოდა ცივილიზაციების გზაგასაყარზე და აზიისა და დასავლეთის მედიცინის მიღწევები აქ თანაბრად აღწევდა, აგრეთვე ის ფაქტორიც, რომ საქართველო გამუდმებით ჩართული იყო მრავალრიცხოვან ომებში გავლენას ახდენდა  ლართველ მკურნალთა დაოსტატებაში.

მედიცინის მიღჭევები საუკუნეების განავლობაში გადაეცემოდა თაობიდან ტაობას როგორც ზეპირსიტყვიერად ასევე კარაბადინების მეშვეობით, რომლებშიც აღწერილი იყო დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები.

„უსწორო კარაბადინი“ (XI საუკუნე)

„წიგნი სააქიმოი“ (XII საუკუნე)

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი — კარაბადინი“ (XV საუკუნე)

დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი“

აღნიშნული ლიტერატურა საკმაოდ კარგ წარმოდგენას გვაძლევს საუკუნეების წინ არსებული სამედიცინო მიღწევების თაობაზე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ახლაც კი 21-ე საუკუნეში გარკვეული პრაქტიკული ღირებულება გააჩნია იმ მკურნალობას რაც ამ კარაბადინებშია აღწერილი.

ასევე მრავლად მგვეპოვება არქეოლოგიური მასალა, რომელიც ასევე კარგად მოწმობს ჩვენი წინაპრების მედიცინის მაღალ დონეს.

 

კარაბადიენბის გარდა ფართოდ ცნობილია სხვადასხვა მალამოები რომელთა დამზადების წესი და ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.

ხალხური მედიცინის მიღწევები კარგად იქნა შემონახული ხევსურეთში, სადაც 20-საუკუნის შუა ხანებამდე ადგილობრივები ტრადიციული მეთოდებით მკურნალობდნენ.  ქართველ ეთნოგრაფებს აღწერილი აქვთ ასეთი ფაქტები. ს. მაკალათია აღწერს ” განსაკუთრებით ცნობილი ხევსურეთის დოსტაქრები, რომელიც დაკეჭნილებს მკურნალობენ, დაკეჭნილი ხევსური წინათ დოსტაქართან მკურნალობდა, რადგანაც ამ უკანასკნელს შეეძლო გამოერკვია ჭრილობის სიმძიმე და ამის მიხედვით ხდებოდა დრამის გამოანგარიშებაც.
წინათ კარგი შემოსავალი ჰქონდა ხევსურეთის დოსტაქარს, რომელიც რთულ ოპერაციაში 5-10 ძროხის საფასურს იღებდა. ამიტომ ხევსურეთში ბევრი ეტანებოდა დოსტაქრობას და მათ შორის იყო გამორჩეული დოსტაქრებიიც, რომლებიც რთულ ოპერაციებს და თავის ქალის ტრეპანაციასაც კი აკეთებდნენ.

დღეს კი დამკეჭნელი ხევსური, თუ დაკეჭნილი მეშუღლე თავში არ არის დაჭრილი, დახმარებისათვის ექიმს მიმართავს, რადგანაც მკურნალობაში არაფერი ეხარჯება და არც ხევსურული რჯულით გათვალისწინებული საფოთლე (საექიმო) დრამა გადახდება….  თავზე მძიმე ჭრილობის დროს ხევსური დღესაც თავის დოსტაქართან წამლობს. ამ დოსტაქრებს შორის შორის ცნობილია არხოტელი ალეკა ოჩიაური, ქობულოელი მგელიკა ლიქოკელი და შატილელი გუგუა ჭინჭარაული….”

მგელიკა ლიქოკელს “ათ შორის გულ-მკერდში ტყვიით დაჭრილიც ბევრი განუკურნავს, ძვლის ტუბერკულიოზით დაავადებულისთვის შვიდი ნეკნი ამოუჭრია და თავის ტრეპანაციაც არაერთხელ მარტოს ჩაუტარებია. სახელგანთქმული აქიმის თითქმის ყველა ოპერაცია კი კეთილად დასრულებულა.” ….