რკინება (ჭიდაობა)

ჭიდაობის სახეობებია:

ქართლ-კახური (იგივე ქართული ჭიდაობა) ჭიდაობა – რომელიც 40 იან 50 იან წლებში გახდა საფუძველი ქართული ჭიდაობისა. ჭიდაობის მესვეურებმა თავდაპირველად ქართლ-კახური ჭიდაობა აიღეს საფუძვლად და იგი შეავსეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ჭიდაობის ილეთებით (რმლებიც მსგავსნი იყვნენ ამ ჭიდაობის და ამ წესებში ჯდებოდნენ) და შექმნეს ქართული ჭიდაობა. ქართულ სახეობათა შორის დღეისათვის ყველაზე დახვეწილი და პოპულარული სახეობა.

          

ამ სურათებს თუ დააკვირდებით ნახავთ სხვაობას. კერძოდ ძველ სურათზე მოჭიდავეებს შარვლები აცვიათ. 1935 წელს ქართველები ჯერ კიდევ შარვლებით ჭიდაობდნენ, რაც მომდევნო პერიოდებში შეიცვალა და ქართული ჭიდაობა “შორტებით” მიმდინარეობს.

ცალხელა ჭიდაობა – რომელიც სუფთა საბრძოლო ხასიათისაა და განკუთვნილია იმისათვის რომ ერთ კიდურში დაჭრილმა მეომარმაც კი არ დაკარგოს ბრძოლისუნარიანობა და გააგრძელოს ბრძოლა.

მკერდაობა – არის ჭიდაობა ხელების გამოუყენებლად. იდეალური ცოდნა იყო დატყვევებული მეომრისათვის.

მკერდაობა

მოშ და მოშ – ხევსურული ჭიდაობა, რომლელიც უმეტესად მახრჩობელ და მტკივნებულ (ბალევოი)  ილეთებს შეიცავს.

მუქასრისა – ასევე ხევსურული სახეობა, მუქასარი – შარვლის ტოტს ქვია. ილეთები უმეტესად ფეხში ჩვლებით სრულდება.

იღლიღორა – მთიულური სახეობაა. იგი სპეციფიკური სახეობაა და მკერდში ჯვარედინი ჩავლებით სრულდება, შეიცავს ბევრ მტკივნეულ ილეთს.

ღოჯური ჭიდაობა – რაჭაში გავრცელებული სახეობა იყო. ამჟამად ღოჯურის მრავალი ილეთი ქართულ ჭიდაობაშია შესული.

ლიბრგიელ – სვანური ჭიდაობაა. ჭიდაობის სპეციფიკური სახეა, იწყება მოწინააღმდეგეების მიერ ხელების ქამარში ჩავლებით და ილეთებიც ასევე სრულდება, უფრო ძალისმიერი სახეობაა. მასზე ინფრომაცია 70 იან წლებში დაბეჭდილ პროფესორ ვასილ ელაშვილის ბროშურაშიც არის.

 

ღორული ჭიდაობა – მოძიებულია უფრო მესხეთში თუმცა საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრჩელებული უნდა ყოფილიყო. ღორული ჭიდაობა პარტერში მიმდინარეობს.

რკინება– სამეგრელოში გაცრცელებული სახეობა იყო. იგი ძლიერ მსგავსია ქართლ-კახური ჭიდაობის. აქვე აღსანიშნავია რომ ტერმინი ჭიდაობა დღეს სახეშეცვლილია. წინათ ჭიდაობას ეზახდნენ ადამიანისა და ცხოველის ჭიდაობას, ხოლო ადამიანის ადამიანთან დაჭიდებას კი რკენას ეძახდნენ (სულხან საბას ლექსიკონი). ეს ძველი ტერმინი მეგრულმა სახეობამ შემოინახა.

ჭედობა – გურული სახეობაა ჭიდაობის.

მატეკრობა – აჭარაში გავრცელებული სახეობაა, გავს გურულ ჭედობას.

მაჯურა ჭიდაობა – ერთ ერთი უძველესი სახეობაა, ჭიდაობა იწება და მიმდინარეობს ხელებჩაჭიდებული. გამოიყენებოდა მებრძოლების მომზადებისათვის.