კრივი

არეული კრივი – შეიცავს როგორც დარტყმით ილეთებს ხელით და ფეხით ასევე ჭიდაობის იმ ილეთებს რომლებიც მოწინააღმდეგის სწრაფად მოშორების საშუალებას იძლევა.

ქალაქური კრივი – ყარაჩოღელებში გავრცელებული კრივი, ხშირად გამოიყენება თავური დარტყმები და იდაყვები.

 

ხრიდოლი კრივი – ტერმინი რომელიც მოგვიანებით მთლიანად მთელი ქართული საბრძოლო ხელოვნების კრებით სახელად აირჩიეს. ი. გრიშაშვილის გადმოცემით ეს ნიშნავდა ცალი ხელით კრივს.

ლივიშდიელ – სვანეთში გავრცელებული კრივი, უმეტესად ფეხის დარტყმითი თექნიკაა.

რაჭული წიხლაობა – როგორც სვანური აქაც ფეხის დარტყმებია წამყვანი.

ლიჯგუბილ – ასევე სვანური სახეობა, ხელების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.

სალდასტი კრივი – ამ სახეობაში კიდურების გადა გამოიყენება ასევე ხის ჯოხები და ქვებიც კი.

თუშური მუშტაობა და სხვა ქვესახეობები.