ისტორია

ალბათ ადამიანის გაჩენისთანავე გაჩნდა მსოფლიოში საბრძოლო ხელოვნება ოღონდაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირობებში მან სხვადასხვა სახე და განვითარების დონე მიიღო. ქვის ხანიდან დაწყებული როდესაც ორმა ადამიანმა მონადირებული მამონტი ვერ გაიყო და ამიტომ ერთმა ქვა აიღო და თავი გაუხეთქა აქედან ვიდრე აიკიდოს გამოგინებამდე როდესაც თავდამცველი აგრესორის ძალას და წონას იყენებს  აგრესორისავე წინააღმდეგ.  თითქმის ყველა ერმა სხავადასხვა დროს საკუთარი სისტემები შექმნა. ოღონდაც ზოგი ერის საბრძოლო ხელოვნების განვითარება ქვის ხანის დონეზე დარჩა და ზოგმაც დახვეწა ეს სრულყოფილებამდე.

 

საქართველოშიც როგორც ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოში ადრიდანვე შეიქმნა საბრძოლო ხელოვნება. რადგან როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფოს შექნმა ზოგადად და სახელმწიფოს არსებობა ყოველ შემთხვევაში ისტორიულად სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე არ არსებობდა ხოლო სამხედრო ძალა კი საბრძოლო ხელოვნებაზე იყო დაფუძნებული. გარდა ამ მტკიცებისა ჩვენი წინაპრების მიერ საბრძოლო ხელოვნების შექმნის ფაქტს მოწმობენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი სამხედრო იარაღები და აგრეთვე უიარაღო ხელთათმანიანი მოკრივის ქანდაკება რომელიც ვანის ნაქალაქარის გთხრებშია აღმოჩენილი. გარკვეული ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას რომ დღემდე შემორჩენილი ზოგიერთი ვარჯიშისა თუ ორთაბრძოლის ილეთი წარმართულ ეპოქასა და წარმართულ რიტუალებს ეფუძნება ანუ წინარექრისტიანული ხანისაა. ჩვენივე შორეული წინაპრები (ხალიბები) იყვნენ მეტალის დამუშავების და პირველი ფოლადის შექმნის ერთ-ერთი პიონერები ასევე უძველესი ისტორიის მქონე ინდოელებთან ერთად და ეს უცხოური წყაროებით უმთავრესად ბერძნულით  მტკიცდება და მათივე (ხალიბების) სახელი დაერქვა საბერძნეთში ფოლადს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული 3 ათასწლეულზე უფრო მეტი ხნის მანძილზე ვიდრე 19-ე საუკუნემდე ჩვენი შორეული წინაპრების მიერ შექმნილი საბრძოლო ხელოვნება მუდმივად იხვეწებოდა და ვითარდებოდა დროის გასვლასთან ერთად და ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ უძლიერეს სისტემას.  ამის დასადასტურებლად შეიძლება რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანოთ, მაგალითად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი-მეორე საუკუნეების მიჯნაზე  როდესაც ქართველი მეფის დიდებული საბრძოლო ოსტატობით აღფრთოვენებულმა რომაელებმა ძეგლი დაუდგეს ფარსმანს II. ან კიდევ როდესაც ამ მოვლენიდან 16 საუკუნის შემდეგ სპარსეთში მყოფი რუსეთის ელჩი წერდა თავის იპერატორს რომ მთელს სპარსეთშიო საუკეთესო მეომრებად ქართველები ითვლებიანო და ყველა წამყვან სამხედრო თანამდებობზეც გამაჰმადიანებულ და ერთგული ქართველები ინიშნებიანო და რომ არა ქართველების ერთმანეთში შუღლიო ისინი ადვილად შეძლებდნენ თაბად იარანის დაპყრობასო.

დიახ სწორედაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემის დამსახურებაა უცხოლებების მიერ ქართველი მეომრების ამგვარი შეფასება.

 

იყო რამოდენიმე ფაქტორი რამაც განაპირობა ქართული საბრძოლო ხელოვნების ასეთგვარი მძლავრი სისტემის შექმნა.

იმის გარდა რომ ჩვენ ქართველებმა ჩვენი თავი ზოგადად ნიჭიერებად უნდა ჩავთვალოთ, ჩვენ კიდე სხვადასხვა ფაქტორები გვეხმარეობოდა. ერთ-ერთი ასეთია ის გარემოება რომ საბრძოლო ხელოვნების სახეობების შექმნა ადრიდანვე დავიწყეთ და დროთა განმავლობაში მრავალი თაობა აანალზებდა სხვადასხვა ილეთებსა თუ ვარჯიშებს და შესწორებები შეჰქონდა ანუ ჩვენ დიდი ხანი მივსდევდით ამ საქმეს და ვხეწავდით რისი გაკეთებაც მოკლე დროში შეუძლებელია. კიდევ ერთი ფაქტორი რამაც ხელი შეგვიწყო ამ მხრივ ეს არის ის რომ ჩვენ ისტორიულად ძალიან კონფლიქტურ რეგიონში ვცხოვროდით თითქმის წელიწადი არ გავიდოდა ისე რომ საქართველოს რამდენიმე დიდი ომის წარმოება არ დაჭირვებოდა არაღაფერს ვიძახი მცირე შეტაკებებზე ეს კი საუკეთესო საშუალება იყო იმისათვის რომ პრაქტიკაში მომხდარიყო საბრძოლო ხელოვნების გამოცდა და სხვადასხვა სისტემების აპრობაცია. ჩვენი წინაპრები კი აანალიზებდნენ ბრძოლების შედეგებს და გამოქონდათ შესაბამისი დასკვენბი და შესწორებები არსებულ სახეობებში. უდიდესი გავლენა იქონია აგრეთვე იმანაც რომ საქართველო იყო ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილას. ისტორიულად ორი ულძლიერესი და ყველაზე განვითარებული ცივილიზაციები აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროს ურთიერთშეხების წერტილი სწორედ რომ საქართველოზე გადიოდა და აქედან გამომდინარე ბევრ უბედურებასთან ერთად რასაც სახელმწიფო განიცდიდა იყო ბევრი კარგი შედეგიც ერთ ერთი არის ის რომ ჩვენ ქართველებს ხელი მიგვიწვდებოდა როგორც აღმოსავლური ცივილიზაციის მიღწევებთან ასევე დასავლური ცივილიზაციის მიღწევებთან. იგივე ითქმის საბრძოლო ხელოვნბებაზეც რადგან ჩვენს ტერიტორიებზ ხდებოდა ამ ცივილიზაციების დაჯახება ჩვენ ქართველბს გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა საქმეში გვენახა საუკეთესო მიღწევები საბრძოლო ხელოვნებისა თუ იარაღის სახით და შესაბამისი გადამუშავების შემდეგ აგვეთვისებინა ან მათი საწინააღმდეგო მოქმედებები შეგვემუსავებინა. ასეთ უნიკალურ შესაძლებლობას მოკლებული იყო სხვა სახელმწიფოები. ამის შედეგად კი ჩვენ ვღებულობდით იმას რომ ქარტული საბრძოლო ხელოვნებში ასახვა ჰპოვა ქართულის გარდა მსოფლიო საუკეთესო მიღწევებმა ამ დარგში. აღსანიშნავი აგრეთვე ის ფაქტიც რომ ხანგრძლივი დამუშავებისა და გადამუშავების შემდეგ საქართველოს ყველა კუთხეში საბრძოლო ხელოვნებამ ამ კუთხის სპეციფიკიდან გამომდინარე საკუთარი კუთხური სახესხვაობა მიიღო და ეს დადებითი გარემოება იყო იმდენად რამდენადაც საბრძოლო ხელოვნება მორგებული იყო ამა თუ იმ კუთხის სპეციფიკურობაზე ანუ მოსახლეობის მენტალიტეტზე, გარემო ბუნებაზე, ცხოვრების წესზე და ჩაცმულობაზე. ამგვარად იდეალურად მორგებული საბრძოლო ხელოვნება კი საუკეთესო შედეგს იძლეოდა და თავის მხრივ ამარავალფეროვანებდა ქარტულ საბრძოლო ხელოვნებას. სწორედ ამის დამსახურებაა ის რომ ერთი შეხედვით უბრალო ჭიდაობა რომ ავიღოთ ქარტულ საბრძოლო ხელოვნებაში მისი სახეობათა რიცხვი ორ ათეულს აღემატება. ჩემი აზრით ბოლო ხელშემწყობი ფაქტორი ქართული საბრძოლო ხელოვნების განვითარებისა არის ის რომ საქართველო მუდამ გარშემორტყმული იყო მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი იმპერიებით რომლებიც ხშირად მის მოსპობას ლამობდნენ. ჩვენ მოწინააღმდეგეებს გააჩნდან საქართველოზე 20 ჯერ 50 ჯერ უფრო დიდი ტერიტორიები და მოსახხლეობის და აქედან გამომდინრე პროფესიული ჯარის რესურსი და ჩვენ წინაპრებს არ ქონდათ სხვა გზა თუ არა ის რომ მაქსიმალურად მომზადებული მებრძოლები აღეზარდათ. ეს იყო უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი. ჩვენი ხსნის ერთადერთი გზა იყო მოგვემზადებინა ისეთი მებრძოლები რომლებიც რამდენიმე უცხოელ პროფესიონალ მეომარს გამკლავდებოდნენ და რა თქმა უნდა იარაღიც შესაბამისი უნდა ეკეთებინათ. მთელი საბრძოლო ისტორიის მანძილზე რომელიც ათასწლეულებს ითვლის ძნელია მოძებნო მაგალითი როდესაც ქართულ ჯარს რაოდენობრივად თანაბარ მოწინააღმდეგესთან წაეგოს ომი. და თუ წაუგია ომი ესეც სარდლობის ბრალი ყოფილა და არა ჯარის.

ეს გამუდმებული წვრთნები და ომები ყოველი ქართველისა ათასწლეულების განმავლობაში ქართულ გენშიც აისახა და ყველა ქართველი უკვე მეომარი იბადებოდა გამორცეული საბრძოლო მიდრეკილებებით ამით თუ არა სხვა რამით აიხსნება ქართველ მამლუქთა განსაკუთრებული წარამტება. რადგან ბავშვობიდანვე ტყვედ წაყვანილი ვაჟკაცებს ყოველივეს ავიწყებინებდნენ რაც მათ წარსულთან აკავშირედათ, დედას, მამას, მშობლიურ ენასა და რწმენას და ზრდიდნენ ყველას მეომრებად ყველა თანაბარ პირობებში იზრდებოდა და ამ თანაბარ პირობებში გაზრდილებთაგან წარმოშობით ქართველები გამოურჩეულები იყვნენ თავიანთი მამაცობითა და სამხედრო ინდივიდუალური თვისებებით.

 

სწორედ ამიტომ ითველბოდა ქართული საბრძოლო ხელოვნება საუკეთესოთა შორის უძველესი ხანიდან დაწყებული ვიდრე 19 საუკუნის დასაწყისამდე.  ამ დრიოდან კი იწყება მისი დაღმასვლის პერიოდი რომელიც 20-ე საუკუნის ბოლოსკენ უკვე სრული გაქრობის პირას მივიდა. მაგრამ არ ისურვა ეტყობა ღმერთმა რომ ქართველებს ეს ეროვნული სიმდიდრე  სრულად დაეკარგათ და რამდენიმე ენთუზიასტის წყალობით მოხდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ნაწილის გადარჩენა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჟამი დაღმასვლისა

 

როგორც წინათ აღვნიშნე 19 საუკუნიდან იწყება დაღმასვლა ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში. რომელიც თითქმის საუკუნენახევარი გაგრძელდა და მივიდა იმ დრომდე რომ სულ ცოტაც და საერთოდ გაქრებოდა მაგრამ ჩვენს ახლო წარსულში ქართველმა ენთუზიასტებმა გადაწყვიტეს გადაერჩინათ ეს ოდესღაც უძლიერესი საბრძოლო ხელოვნების ნარჩენები და არ დაიწყეს ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მათ გადაარჩინეს კიდეც ბევრი რამე.

და მაინც რატომ მოხდა ათასწლეულების განმავლობაი დაგროვებული ცოდნის დაქვეითება. ამასაც ჩემი აზრით ისევე როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების განვითარებას თავისი მიზეზები ქონდა.

ზოგადად რომ ვთქვათ ამის ჩვენი ჩრდილოლელი მეზობლის რუსეთის გამო მოხდა ეს, თუმცა არანაკლები დანაშაული თავად ჩვენ ქართველებს მიგვიძღვის, ბრალი მიგვიძღვის იმაში რომ საკუთარ სიმდიდრეს არ გავუფრთხილდით და ქარს გავატანეთ და დღევანდელ დღესაც კი საკუთარი საბრძოლო ხელოვნების შესწავლის მიმართ ჩვენ ქართველები მინიმალურ ყურადრებას ვიჩენთ და ქართული სულისათვის აბსოლიტურად უცხო სახბრძოლო ხელოვნებას კუნფუს ალბათ 10 ჯერ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი სწავლობს ვიდრე საკუთარს ქართულს, აღარაფერი რომ ვთქვათ კარატეზე, ძიუდოზე, კიგბოქსინგზე და სხვაზე.

და მაინც რა იყო მიზეზები ქართული საბრძოლო ხელოვნების დაცემისა. ერთი მხრივ ეს იყო ის რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სრულად დაკარგვა  და ის შევიდა დიდი რუსეთის იმპერიაში სხვადასხვა გუბერნიების და ოლქების სახით, სრულად მოისპო როგორც ცენტრალური ქართული მმართველობა ასევე ადგილობრივი მმართველობის სისტემები. ამას თან მოყვა ის შედეგი რომ ქართველმა ფეოდალებმა დაკარგეს თავისი უმთავრესი ფუნქცია. ეს ფუნქცია კი ქვეყნის დაცვა იყო. ხოლო იმპერიის ფარგლებში არსებული გუბერნიების დაცვას კი უკვე რუსების რეგულარული ჯარი კისრულობდა. ქართველი თავადები და აზნაურები კი იყვნენ საუკეთესო მებროლები საქართველოში და მთელი მათი ცხოვრების უმტავრესი არსი და მათი შემოსავლების უმთავრესი წყარო მდგომარეობდა ომების წარმოების ხელოვნებაში. რუსების წყალობით აღარ იყო ამის საჭიროება და გაქრა მათი საბრძოლო ხელოვნების საჭიროებაც, აღარც იმის საჭიროება იყო რომ ისინი მუდმივ საბრძოლო მზადებაში ყოფილიყვნენ. ამან გამოიწვია ის რომ მამა შვილს უკვე ისეთი მონდომებით და იმ შემართებით აღარ ასწავლიდა ხმალაობასა თუ სხვა იარაღით ბრძოლის ხელოვნებას, ის შვილი კი უკვე თავის შვილს უფრო ნაკლებს ასწავლიდა რადგან იმ ტაობას ეს უკვე სულ აღარ ჭირდებოდა.  ამან მთელი ფეოდალური ფენის ზენობრივი დეგრადაცია გამოიწვია ხოლო ფეოდალები კი მტელი ქართული საზოგადოებისთვის  სამაგალითონი იყვნენ და როგორც მეორადი შედეგი ჩვენ მივიღეთ მთელი საზოგადოების დეგრადაცია. სწორედ ამიტომ დასჭირდა ილია ჭავჭავაძეს ამდენი შეგონება-დარიგებანი და მხილებები ქართველების მიმართ.

ცივი იარაღით ბრძოლის ხელოვნებას კიდევ ერთი მტერი ყავდა ეს იყო დრო და პროგრესი. ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ კარდინალურად შეცვალა ომების წარმოების მეთოდები და გეგმა, აღარ იყო საჭირო მებრძოლების პირისპირ ახლო დისტანციაზე შებრძოლება. ომების ბედი წყდებოდა უფრო შორ დისტანციაზე ზარბაზნებისა და თოფების მეშვეობით. ამან კი ფაქტიურად გამოუსადეგარი გახადა ფარიკაობის, ხმალაობის, შუბისა თუ სხვა ცივი იარაღის ხმარების ტექნიკა. თუმცა იგივე ქართველებისგან განსხვავებით იაპონელებმა ჩინელებმა და სხვებმა დღემდე 21-ე საუკუნემდე ხელუხლებლად შეინახეს თავიანთი ასევე ცივი იარაღით ბრძოლის ხელოვნებები.

არსებობდა კიდევ ერთი რამ რამაც ასევე დიდი უარყოფითი გავლენა იქონია. საქმე იმაშია რომ დამპყრობელი რუსეთი ცდილობდა ქართველების მაქსიმალურ დასუსტებას ამ დასუსტებაში კი უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ქართული საბრძოლო ხელოვნების განადგურება. რუსები იმთავითვე ხედავდნენ თუ რამხელა უპირატესობა ქონდა ქართულ საბრძოლო ტრადიციებს სამხედრო აღზრდისა და საბრძოლო სახეობებს მათ საკუთართან შედარებით და ამიტომ ცდილობდნენ ყოველი ღონე ეხმართათ რათა ეს გაენადგურებინათ. ქართულ საბრძოლო ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლას გეგმაზომიერი ხასიათი ქონდა. უნდა მომხდარიყო ყველაფრის განადგურება საქართველოში და გადატანა რუსეთში. ეს იყო ჭეშმარიტი კოლონიალური პოლიტიკა.

მოხდა ქართული ფოლადის ჭედვის საიდუმლოების რუსეთში გადატანა რადგან ქარტული ფოლადის ხარისხი ბევრად უფრო აღემატებოდა იმდრიონდელი რუსულისას ხოლო აქ ადგილზე კი მაქსიმალურად მოხდა მისი შეზღუდვა. მოვიყვან ამონარიდს საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეხუთე ტომიდან: ”ქართული ხელოსნური ნახელავი ამ პერიოდშიც მაღალ შეფასებას იმსახურებდა. დამახასიათებელია ამ მხრივ ერთი მაგალითი, კავკასიასა და რუსეთში ცნობილი გახდა საქართველოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის ფოლადის (ბულატის) ხმალი. საომარ შეიარაღებაში ხმალს მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთის მთავრობა დაინტერესდა ქართული მაღალხარისხოვანი ხმლით, რომელიც ბევრად სჯობდა რუსულს. 1828 წელს თბილისელმა ხელოსანმა ყარამან ელიაზარიშვილმა რუსეთის მთავრობას ქართული ფოლადის წარმოშობის საიდუმლოება გააცნო. ნიკოლოზ პირველის ბრძანებით, ელიაზარიშვილთან შეგირდებად მოავლინეს ზლატოუსტის მეტალურგიული ქარხნის ორი საუკეთესო ოსტატი: რუსი იუჟაკოვი და გერმანელი ვოლფერცი. ამის შედეგად ხმლის წარმოება ზლატოუსტის ქარხანაში საგრძნობლად გაუმჯობესებულა. ოსტატების მომზადებისათვის რუსეთის იმპერატორმა ელიაზარაშვილი ოქროს მედლითა და 1000 ჩერვონეცით დააჯილდოვა”.

შესაძლოა გენერლ ლაზარევის დედოფლის მიერ ხანჯლით განგმირვის ფაქტმა დაარწმუნა რუსები თუ რა სახიფათო არის ეს იარაღი ქართველის ხელში და თუ დედოფალმა შესძლო ამ იარაღით გენერლის განგმირვა მაშინ ადვილი წარმოსადგენია ის თუ რისი გაკეთება შეეძლო ამავე იარაღით შეიარაღებულ ნავარჯიშევ მამაკაცს, ასეთი მამაკაცი ხომ კონფლიქტის შემთხვევაში 2-3 რუს კაზაკს მაინც გაუშვებდა საიქიოს სანამ მის შეპყრობას ან მოკვლას მოახერხებდნენ. აკი მოახერხა კიდევაც ცოტა მოგვიანებით შეურაცხმყოფილმა კონსტანტინე დადეშქელიანმა და მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი, გენერალის ორი მოხელე და დაჭრა დაცვის წევრი თვითონ კი გაიქცა. სწორედ რომ სამი რუსი გაუშვა საიქიოს დე მეოთხეც ლამის ზედ მიაყოლა ხანჯლით. ასეთი ფაქტების აღსაკვეთად საჭირო იყო რომ ხანჯლების ტარება აკრძალულიყო თუმცა იმის გამო რომ ხანჯალი ქართული ეროვნული ტანისამოსის შეუცვლელ ატრიბუტს წარმოადგენდა ასეთი გადაწყვეტილბა მთელი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობას წააწყდებოდა და სწორედ ამიტომაც მიმართეს რუსებმა შემოვლით გზას და აქ გამოიხატება ნათლათ მათი პოლიტიკის გეგმაზომიერება და მზაკვრულობა, მათ მჭედლებს აუკრძალეს ეჭედათ ისეთი ხანჯლები რომლებზედაც ვადაზე ხელის მტევნის სრულად ჩაჭიდვა იყო შესაძლებელი, ახალი ბრძანებით მჭედლები ვალდებულნი იყვნენ მოკლე ვადიანი ხანჯლები ეკეთებინათ სადაც მხოლოდ სამი თითის ჩასაჭიდი ადგილი იყო ასეთ ხანჯალს კი მამაკაცი მტკიცედ ვერ ჩასჭიდებდა ხელს და შესაბამისადაც მას ვერც საბრძოლო დანიშნულებით გამოიყენებდა, ხოლო როგორც ეროვნული ტანსაცმლის ატრიბუტი კი ის შენარჩუნდებოდა.

უშუალოდ იარაღისა და ცივი იარაღით ბრძოლის სახეობების გარდა რუსები ასევე უიარაღოთ ბრძოლის ტექნიკას ერჩოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ქართველებში ამგვარი ცოდნის გაქრობას. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფართოდ გავრცელებული იყო როგორც სხვადასხვა სახის კრივი ასევე ჭიდაობაც. სახალხო დღესასწაულების დროს კი მაგალითად ყეენობა-ბერიკაობის დროს კრივი მასობრივ ხასიათს ირებდა და მაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა ხოლმე პატარიდან დაწყებული მოხუცებულის ჩათვლით ეს ყო ერთგვარი საერთო სახალხო ვარჯიშობა და ქართული საზოგადოების კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნების საშუალება. ამას ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს ებრძოდა რუსეთი და სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს აკეთებდა რუსეთის მთავრობა რათა აღმოეფხვრათ ეს მათთვის სახიფათო საერთო სახალხო ვარჯიშობანი. მათ რამდეჯიმეჯერ ოფიციალურად აკრძალეს (პირველი ასეთი აკრძალვა 1851 წელს მიიღეს სადაც კრივის ქალაქში გამართვა აიკრძალა და ერთი პერიოდი ის ქალაქგარეთ იმართებოდა) ეს მაგრამ ხალხი კიდევ დიდხანს არ იშლიდა ამას (მაგალითად 1905 წელს რუსების მცდელობის მიუხედავად თელავში ჩატარდა). ბოლოს უკვე იმას იმიზეზებდნენ რომ ასეთი სანახაოები და კრივები ძალიან ტრავმატულიაო და რუსები ზრუნავდნენ ქართველების ჯანმრთელობაზე. ასე თანდათან შეძლეს მათ ძირითადში აღმოეფხვრათ ფართო მასში უიარაღოდ ბრძოლის უძველესი ქართული სახეობები იმ დროს კრივის რამდენიმე სახეობა იყო გავრცელებული ქალაქური კრივი, არეული კრივი, სალდასტი კრივი.  მხოლოდ საზოგადოებაში უაღრესად პოპულარული ჭიდაობა გადაურჩა რუსების ამ მცდელობებს თუმცა ამის მიუხედავად ქარტული ჭიდაობიდანაც ისევ ტრავმატულობის მომიზეზებით შესძლეს რომ ამოეღოთ უაღრესად ეფექტური ილეთები თუმცა ამ ილეტების დაკატგვა საბოლოოდ მაინც არ მომხდარა. ქართული ჭიდაობის გადარჩენას კიდევ ერთმა  ფაქტორმა შეუწყო ხელი. ეს იყო ის რომ უკვე საბჭოთა პერიოდში გადაწყდა რომ შექმნილიყო უიარაღოდ თავდაცვის ტექნიკა ე.წ. სამბო. სამბოს სისტემა მნიშვნელოვნად დაფუძნდა ქართული ჭიდაობის ილეთებზე და ხარლამპიევის ჯგუფს ჭირდებოდა ქართული ჭიდაობის საკმაოდ კარგად შესწავლა ხოლო შესასწავლად კი ამ ჭიდაობის მცოდნენი ჭირდებოდნენ. სამბოს ოფიციალურ დაბადეად ითვლება საბჭოთა კავშირის კომიტეტის დადგენილება სამბოს შექმნის შესახებ 1938 წლის. სადაც პრეამბულაში ნათქვამია რომ სამბო ეფუძნება საბჭოთა კავშირის ხალხურ სისტემებს და მათ შორის პირველ ადგილზე ჩამონათვალში ქართული ჭიდაობაა. აგრეთვე მომყავს ამნარიდი სამბოს პატრიარქის ანატოლი ხარლამპიევის სიტყვიდან კონფერენციაზე: «Национальные виды борьбы нашего необъятного Советского Союза, — говорил в своем выступлении на конференции Анатолий Харлампиев, — послужили основой для создания большой общей борьбы, которую сейчас мы с вами все называем советской борьбой вольного стиля.

В советскую борьбу вольного стиля включены все лучшие элементы из следующих национальных видов борьбы: грузинской, татарской, карачаевской, казахской, узбекской, туркменской и др.» , თუმცა კი რუსები ახლა ცდილობენ შეცვალონ ისტორია და საქმე წარმოაჩინოს ისე თითქოს სამბო არა ქართული არამედ აღმოსავლური ორთაბრძოლების საფუძველზე შეიქმნა. მადლიერებიც კი არ არიან ამისათვის. ჭიდაობისათვის კიდევ ერთი დადებითი ის აღმოჩნდა რომ მსოფლოში იმ დროს პოპულარული თავისუფალი ჭიდაობისა და ძიუდოს წესებს მოერგო კაგად და ამიტომ ქართველმა მოჭიდავეებმა ქართული ჭიდაობის სისტემით დაიწყეს ჩემპიონატებზე გამოსვლა და მედლების მოპოვება ამან კი უკვე გზა გაუხსნა ჭიდაობის შესწავლას და 20-ე საუკუნის შუახანებში დაიწყო სპოტცმენების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჭიდაობის ილეთების შეგროვება. ამდენად თავდაპირველად ქართლ-კახური ჭიდაობამ თავის თავში გააერთიანა საქართველოსსხვადასხვა კუთხეში გავრცელებული კუთხური ჭიდაობების სხვადასხვა ილეთები, მაგრამ ამასთან ერთად საბრძოლო ჭიდაობა იქცა სპორტის სახეობად.

ქართულმა საბრძოლო ხელოვნების ელემენტები ყველაზე მეტად საქართველოს მთიანეთში შემორჩა. იქ სადაც რუსეთმა ღრმად ვერ შეაღწია და ვერ გაიდგა ფესვები. ამის წყალობით შემორჩა ჩვენამდე სხვანური ხანჯლაობისა თუ კრივობის ილეთები ან თუნდაც იგივე ხევსურული ფარიკაობა. იმის გარდა რომ რუსეთმა ფესვები ვერ გაიდგა მთაში ქართულ საბრძოლო ხელოვნების სახეობების გადარჩენას ხელი შეუწყო აგრეთვე იმანაც რომ მაგალიტად იგივე ხევსურები ძალიან ტრადიციული ხალხია და მედგრად იცავდნენ მამაპაპურ წესებს რომელიც ბავშვის აღზრდასაც ეხებოდა,ამის გარდა ხევსურებს 20 საუკუნის დასაწყისშიც კი მტრობა ქონდათ ლეკებთან და ჭირდებოდათ მამაპაპური ხელოვნების ცოდნა. თუმცა მოგვიანებით უკვე საბჭოთა რუსეთმა ამასაც დიდი დარტყმა მიაყენა როდესაც ჩამოასახლა და ფაქტიურად დაცალა ხევსურთი თუ თუშეთი, ამასთან ერთად ეს ჩამოსახლებულები ძირითადად დაფანტა ქალაქებში ანუ არაკომპაქტურად დასახლდა. ამის გარდა როგორც გადმოცემით ვიცით ყველა ოსტატზე ვინც ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას მეთვალყურეობა იყო დაწესებული და მათ ეკრძალებოდათ მოსწავლეების ყოლა.  წინააღმდეგობა ხვდებოდათ აგრეთვე იმ მკვლევარებსაც რომლებიც ამ სახეობების შესწალასა თუ ფართო საზოგადოებისათვის როგორც სპორტის სახეობის გაცნობას ცდილობდნენ. ამის მაგალითად იგივე ვ. ელაშვილი გამოდგება რომელმაც მაინც მოახრხა რამდენიმე ნაშრომის გამოქვეყნება მაგრამ იმდენაც მცირე ტირაჟით და შეზღუდვით რომ ამას ფაქტიურად შედეგი არ მოჰყოლლია არანაერი. ექმნებოდა სხვადასხვა შეზღუდვები და პრობლემები სამსახურში. საბჭოთა კავშირის დროს გარკვეული მასალები სხვადასხვა კრივის სახეობებზე მოიპოვეს მოკრივეებმაც, ასევე საინტერესო ცნობები შემოგვინახა ძველი თბილისის ყოფაზე და იქ გავრცელებულ კრივზე ი. გრიშაშვილმაც, ჭიდაობის მესვეურები ცოტა უფრო ხელგასხნილები იყვნენ ამ თავლსაზრისით და მრავალი ილეთი გადაარჩინეს.

ხოლო უკვე 80 იანი წლების შუახანებიდან ამ საქმეს ხელი მიჰყო ახალმა თაობამამ დროს საბჭოთა კავშირის მზე ნელ ნელა ჩადიოდა შეზრუდვებიც ისე მკაცრი აღარ იყო. კახაბერ ზანაძე, ლევან კიკალიშვილი, ნუკრი აბაზაძე, კობა ჭუმბურიძე, ალექსანდრე დარსაველიძე, ნოდარ ლურსმანაშვილი და სხვებმა გააგრძელეს ეს საქმე. მოაწყვეს ექსპეიციები და დააფიქსირეს მასალები. მათი მასწავლებელბი ზირითადად უკვე მოხუცებული ხალხი იყო. რომ არა დროული ჩაწერა ამ მასალებისა რამდენიმე წლით დაგვიანება უკვე სრულად გააქრობდა ამ ისედაც შაგრენის ტყავივით შემცირებულ ოდესღაც დიდ საბრძოლო ხელოვნებას.