საჭურველი

მუზარადი – ძირითადად ლითონის თავსაბურავია, რომელიც ბრძოლაში იცავს მეომრის თავს. სულხან საბა ორბელიანის მიხედვით არსებობს ხუთი სახის მუზარადი ” ზუჩნიცა არიან ხუთგვარნი: რომელსა თავსა დასარქმელი რკინა აქვს, რომელსა კვერცხად სახელსდებენ, და ზარადი წინა და უკანით გრძ(ე)ლად, იგი არს ზუჩი, რომელიმე მუზარადად უმობენ; არს მსგავსი ჩუჩისა თავს დასარქმელი, საცხვირე გრძელი და არა ზარად ვლებული, იგი არს ჩაფხუტი; და არს თხემსა ზედა მცირე პოლოტიკი და ზარადი კისრის კერძოთა და  ირსა არარა, იგი არს ჩაჩქანი, და სხვა არს რომელსა პოლოტიკი არა აქვს, თავ(ს) სახურავი ლიტონი ჯაჭვია, იგი არს ჩაბალახი

ჩაჩქანი – ჩაჩქანი რკინის პატარა, ჯამის ფორმის თავსარქმელია

ჩაბალახი – “არს თავსახურავი საომარი, გინა წვიმაში თავს ჩამოსაცმელი რამე;
ჯაჭვის ქუდი”